მნიშვნელობა და გამოყენება
ძალიან მჟავე
very sour, tart
საილუსტრაციო წინადადებები
როცა გემოს გაუსინჯავდი ჩვეულებრივი ცირცელის ნაყოფს, კოწამახი იყო
When you tasted the fruit of an ordinary cypress tree, it was too sour
კულტუროლოგიური კომენტარები
ივანე ჯავახიშვილი ნაშრომში "მასალები საქართველოს ეკონომიური ისტორიისათვის" წერს, რომ საქართველოში ძველი ქართული სიტყვა "კაწახი" არაბულითგან შეთვისებულმა სიტყვამ განდევნა, მაგრამ მისი ანარეკლი ადრინდელსა და თანამედროვე კოწახურის ბუჩქისა და მეტად მჟავის აღმნიშვნელი "კოწამახისა" და "კოწმახის" წყალობით არის დაცული. იმერეთში "კვაწარახს" ხმარობენ, რომელიც უმთავრესად უკანასკნელ თანხმოვანთა ადგილ-მონაცვალეობით განირჩევა. ცხადი ხდება, რომ ხეხილ კოწახურს ეს სახელი მისი ნაყოფის კაწახის, ანუ ისრიმის მსგავსი სიმჟავის გამო დაერქვა (1964).